
სპორტული (ღრმა) მასაჟი
ძლიერი ზეწოლა და ღრმა ტექნიკა დაძაბულ, გადატვირთულ კუნთებზე. სეანსი ტარდება ცალკე, დახურულ ოთახში და ინტენსივობას თქვენს გამძლეობაზე ვარგებთ.
რას იღებთ სეანსიდან
მთავარი, რისთვისაც ადამიანები სპორტულ ღრმა მასაჟს ირჩევენ.
ღრმა დაძაბულობა ეხსნება კუნთებს
ვმუშაობთ ღრმა ფენებზე — ზურგზე, მხრებზე, ფეხებზე, იქ სადაც სიმძიმე დაგროვდა.
მოძრაობა უფრო თავისუფალია
დაჭიმულ ზონებზე მუშაობის შემდეგ სხეული უფრო მსუბუქად მოძრაობს.
ვარჯიშის შემდეგ აღდგენა უფრო კომფორტულია
ვამუშავებთ დატვირთულ კუნთოვან ჯგუფებს, რომლებსაც ვარჯიშის შემდეგ ყველაზე მეტად გრძნობთ.
ზეწოლა თქვენს გამძლეობაზეა მორგებული
ძლიერი მასაჟიც კონტროლდება — სეანსის დროსაც ვცვლით ინტენსივობას თქვენი სიგნალით.
რას აგვარებს
თუ ერთი მაინც გეცნობათ, ეს სეანსი თქვენთვისაა.
კისერი და მხრები მუდმივად ქვაა
აქცენტს ვაკეთებთ ზუსტად იმ ზონებზე, რომლებსაც დაასახელებთ, და ღრმა ტექნიკით ვამუშავებთ.
ვარჯიშის შემდეგ კუნთები დიდხანს გტკივათ
დატვირთულ ჯგუფებზე ვმუშაობთ ეტაპობრივად, ნელი და ღრმა მოძრაობებით.
მსუბუქი მასაჟი აღარ გრძნობთ
ეს სეანსი უფრო ძლიერი ზეწოლისთვისაა — ინტენსივობას თქვენს ზღვარზე ვარეგულირებთ.
გეშინიათ, რომ ძალიან მტკივნეული იქნება
ვიწყებთ უფრო რბილად და თანდათან ვამძიმებთ. ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ გვთხოვოთ შემსუბუქება.
ვისთვის არის ეს სეანსი
სპორტულ ღრმა მასაჟს მხოლოდ სპორტსმენები არ ირჩევენ.
ვინც ვარჯიშობს რეგულარულად
დარბაზი, სირბილი, საკონტაქტო სპორტი — დატვირთული კუნთოვანი ჯგუფებისთვის.
მჯდომარე სამუშაოს დროს
კომპიუტერთან გატარებული დღეების შემდეგ კისერი, მხრები და წელი ყველაზე მეტად იძაბება.
ფიზიკური შრომის შემდეგ
სიმძიმის აწევა და ფეხზე დგომა კუნთებში დაძაბულობას ტოვებს.
ვისაც მსუბუქი მასაჟი აღარ ჰყოფნის
თუ რბილი ტექნიკა უშედეგოა, ეს სეანსი უფრო ძლიერი ზეწოლისთვისაა.
აირჩიეთ ხანგრძლივობა
თუ ვერ წყვეტთ, დაგვირეკეთ — ზარში ერთად შევარჩევთ.
40 წუთი — 100 ₾
ერთ-ორ პრობლემურ ზონაზე კონცენტრირებული სეანსი — ხშირად ზურგი და მხრები.
1 საათი — 150 ₾
მეტი დრო ღრმა ტექნიკისთვის რამდენიმე ზონაზე, ნელი და ეტაპობრივი მუშაობით.
ბინაზე გამოძახებით — 250 ₾
მასაჟისტი მოდის თქვენს მისამართზე საკუთარი მასაჟის მაგიდითა და თეთრეულით.
სეანსის სტანდარტები
ცალკე, დახურული ოთახი
სეანსზე მხოლოდ თქვენ და მასაჟისტი იმყოფებით.
სუფთა თეთრეული ყოველ სეანსზე
თეთრეული და პირსახოცები იცვლება ყოველი ვიზიტის შემდეგ.
ზეწოლის კონტროლი
ინტენსივობას სეანსის მიმდინარეობისას ვცვლით თქვენი სიგნალით.
კონფიდენციალურობა
ვიზიტის შესახებ ინფორმაციას მესამე პირს არ ვუზიარებთ.
სეანსის შემდეგ
მარტივი რეკომენდაციები, რომ თავი უფრო კომფორტულად იგრძნოთ.
დალიეთ წყალი
სეანსის შემდეგ წყალი კომფორტს მატებს.
დაისვენეთ ერთი დღე მძიმე ვარჯიშისგან
ღრმა მუშაობის შემდეგ კუნთებს აღდგენის დრო სჭირდება.
თბილი შხაპი
თბილი წყალი დამატებით ეხმარება კუნთების მოშვებას.
გვითხარით შეგრძნებაზე
შემდეგ სეანსზე ზეწოლას ამის მიხედვით ვარეგულირებთ.
რომელ ზონებზე ვმუშაობთ
აირჩიეთ, სად გრძნობთ სიმძიმეს — სეანსს იმ ზონებზე ავაწყობთ.
როგორ მიმდინარეობს
- 01
ზარი
შევათანხმებთ დროსა და ხანგრძლივობას.
- 02
მოკლე საუბარი
მეტყვით, სად გრძნობთ დაძაბულობას და როგორი ზეწოლა გირჩევნიათ.
- 03
სეანსი
ღრმა ტექნიკა პრობლემურ ზონებზე, ინტენსივობის კონტროლით.
- 04
შემდეგ
მოკლე დასვენება და რეკომენდაცია, როგორ იგრძნოთ თავი კომფორტულად.
ფასები
ფასი ერთი სეანსისთვის. სახეობას და დროს ზარში ვათანხმებთ.
40 წუთი
100 ₾
სალონში
1 საათი
150 ₾
სალონში
ბინაზე გამოძახებით
250 ₾
მასაჟისტი მოვა თქვენთან
მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილი, დავით აღმაშენებლის გამზირი N78
ხშირი კითხვები
მტკივნეულია ღრმა მასაჟი?
ზეწოლა უფრო ძლიერია, ვიდრე სარელაქსაციო მასაჟში. ვიწყებთ რბილად და თანდათან ვამძიმებთ — თქვენი შეგრძნების მიხედვით.
სპორტსმენი არ ვარ, შემიძლია?
დიახ. სეანსს ირჩევენ ისინიც, ვისაც მჯდომარე სამუშაოსგან ან ფიზიკური დატვირთვისგან დაძაბული კუნთები აქვს.
ვარჯიშამდე თუ ვარჯიშის შემდეგ ჯობია?
ორივე ვარიანტია შესაძლებელი. გვითხარით თქვენი გრაფიკი და ზარში შევათანხმებთ დროს.
რამდენ ხანს გრძელდება და რა ღირს?
40 წუთი — 100 ₾, 1 საათი — 150 ₾, ბინაზე გამოძახებით — 250 ₾. ხანგრძლივობას თქვენს საჭიროებაზე ვარჩევთ.
დაჯავშნეთ სპორტული სეანსი
გვითხარით, რომელი ზონა გაწუხებთ და როგორი ზეწოლა გირჩევნიათ — დანარჩენს ზარში შევათანხმებთ.
557 96 34 47